4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამარტა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია და არავის აქვს უფლება საშვის გარეშე მის ეზოში გადაინაცვლოს. „არაერთხელ მოხდა შესვლა, ღობე არ ყოფილა დამაბრკოლებელი. ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება“ - განაცხადა მოსამართლემ. აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.