"ნაციონალური მოძრაობაში" დაანონსებული ცვლილებები, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნები და ალიანსში კოორდინაციის საკითხები - ყველა ეს საკითხი ახლა მსჯელობის საგანია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების ზუსტი დრო ცნობილი არ არის, თუმცა უახლოესი ორი თვის მანძილზე ყველაფერი გაირკვევა, მათ შორის ჩატარდება ყრილობა... მიხეილ სააკაშვილის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია, თუმცა პარტიაში არ გამორცხავენ კონსულტაციების შედეგად პროცესში ორი ან მეტი კანდიდატი გამოიკვეთოს. რაც შეეხება ალიანსში ყოფნის საკითხს. დღეს თინა ბოკუჩავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებიდან გაირკვა, რომ თავად ბოკუჩავა ალიანსში შესვლის წინააღმეგი იყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილი, თვლიდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. დარჩება თუ დატოვებს ექსსპრეზიდენტის გუნდი "ოპოზიციის ალიანს" და რა ცვლილებებს აანონსდება პარტიის შიგნით?