სახალხო დამცველმა პარლამენტში 2025 წლის ანგარიში წარადგინა - Palitra News

სახალხო დამცველმა პარლამენტში 2025 წლის ანგარიში წარადგინა

2026-06-22 16:00:42+04:00

სახალხო დამცველმა პარლამენტში 2025 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ყურადღება დაეთმო პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მდგომარეობას, მათ შორის იოსელიანმა ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისთვის გარე სამყაროსთან, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის საკითხის შესწავლის შედეგად, საქართველოს პარლამენტს საკითხის დარეგულირებისთვის წინადადებით მიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული პატიმართა და თანამშრომელთა შორის თანაფარდობა. ასევე ანგარიშში საუბარი შეეხო შეკრება მანიფესტაციის შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებსაც. იოსელიანმა განმარტა რომ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელები არაპროპორციულია.