ალექსანდრე დარახველიძე - სიძულვილის ენის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა - Palitra News

ალექსანდრე დარახველიძე - სიძულვილის ენის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა

2026-06-22 16:01:42+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის შეფასებით, სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოს ამოქმედების შემდეგ უწყების თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა. მისივე თქმით, მოსაზრება, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედი სამმართველო მარტო ერთი კონკრეტული მხარის სასარგებლოდ მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება. დარახველიძე განმარტავს, რომ დაჯარიმებულ ადამიანებს შორის არიან ისინიც, რომლებმაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენეს და შესაბამისი პოზიცია საჯარო სივრცეში გამოხატეს.