ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი გაფართოების საკითხზე იმსჯელებს — ქართული დელეგაცია შეხვედრას არ დაესწრება - Palitra News

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი გაფართოების საკითხზე იმსჯელებს — ქართული დელეგაცია შეხვედრას არ დაესწრება

2026-06-22 15:59:36+04:00

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი 24 ივნისს გაფართოების საკითხზე შეხვედრას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნებაევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები ორ სესიაზე გამართავენ დისკუსიას. შეხვედრის თემები იქნება: „ევროკავშირის გაფართოება — მომენტის გამოყენება“ და „პარლამენტების როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლაში“. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ქართული ოცნების ქმედებების გამო საფრთხეშია.