საქსტატი საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს - Palitra News

საქსტატი საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს

2026-06-22 16:03:26+04:00

საქსტატი საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს. 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით 5.8 პროცენტით (215 777 კაცი) მეტია. 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, ქ. თბილისის გარდა, დაფიქსირდა აჭარაში და ქვემო ქართლის რეგიონში. დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი შემცირდა, 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტს მართლმადიდებლები შეადგენენ, რაც 2014 წელთან შედარებით 4.1 პროცენტით მეტია. მშობლიური ენის მიხედვით, ქართული შემდეგ მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული ენა. ამავე პერიოდში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6 პროცენტით გაიზარდა და 54 460 კაცი შეადგინა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში.