რუსეთ-უკრაინის ომში ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ყირიმისა და მის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის გაძლიერებული შეტევებია. უკრაინულმა ძალებმა დარტყმები განახორციელეს ქერჩის ნავთობტერმინალზე, ენერგეტიკულ ობიექტებსა და რუსული მომარაგების მარშრუტებზე, რასაც ხანძრები და ლოგისტიკური შეფერხებები მოჰყვა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი ოკუპირებული ყირიმის ეტაპობრივი იზოლაციაა.