ევროსაბჭო საქართველოს ანგარიშს განიხილავს - ოპოზიცია ევროინტეგრაციის საფრთხეზე საუბრობს - Palitra News

ევროსაბჭო საქართველოს ანგარიშს განიხილავს - ოპოზიცია ევროინტეგრაციის საფრთხეზე საუბრობს

2026-06-22 20:37:38+04:00

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს, ოთხშაბათს საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მიმართ ზეწოლა კვლავ პრობლემად რჩება.

აღნიშნული ანგარიში მომხსენებლებმა, ედიტე ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმამოამზადეს. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ასამბლეის რეკომენდაციები დღემდე შესრულებული არაა.

ამასთან, 24 ივნისსვე, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ევროკავშირის გაფართოების საკითხს განიხილავს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ხელისუფლების პოლიტიკის გამო საფრთხეშია.