„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევნებისა და ოპოზიციურ ალიანსთან ურთიერთობის საკითხებზე განხილვები კვლავ აქტიურად გრძელდება. პარტიაში აცხადებენ, რომ უახლოეს ორ თვეში ყრილობა გაიმართება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი. მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარის პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანიას კანდიდატურას უჭერსმხარს, თუმცა სხვა კანდიდატების გამოჩენაც არ გამოირიცხება.
თავის მხრივ, პარტიის მოქმედი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, იგი ალიანსში შესვლას არ ემხრობოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევდა, რომ ერთიანობის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა პარტიას დაეკისრებოდა.