აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ახლო აღმოსავლეთს ეწვევა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 23-25 ივნისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქუვეითსა და ბაჰრეინს ეწვევა.
„სახელმწიფო მდივანი რეგიონის პრიორიტეტულ საკითხებს განიხილავს, მათ შორის ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს, ჰორმუზის სრუტეში სრული მიმოსვლის უზრუნველყოფის ძალისხმევას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე, მარკო რუბიო ბაჰრეინში ვიზიტის ფარგლებში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შეხვდება.