დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდება იარაღის მასშტაბურ ინსპექტირებას - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდება იარაღის მასშტაბურ ინსპექტირებას

2026-06-22 21:54:06+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი იარაღის ინსპექტირებას დათანხმდება.

„ყველასთვის სრულად ნათელია, რომ ირანი დათანხმდება იარაღის მასშტაბურ ინსპექტირებას, რათა „ბირთვული კეთილსინდისიერება“ მომავალში ხანგრძლივად იყოს უზრუნველყოფილი“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში, ირანის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების ქვეყანაში დაბრუნებას დათანხმდა.

ვენსის კომენტარის შემდეგ ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში ირანის ბირთვული პროგრამისა და ინსპექტორების დაბრუნების საკითხზე საუბარი არ ყოფილა.