საქართველოში მიწისძვრა მოხდა - Palitra News

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2026-06-23 08:40:21+04:00

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 08:07 საათზე დაფიქსირდა, მიწისძვრის ეპიცენტრი კი ტყიბულიდან ჩრდილოეთით 7კმ-ში, სოფელ ხონჭიორიდან 3 კმ-ში იყო.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,3 მაგნიტუდას შეადგენდა.