ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხვალ  საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს - რა მოლოდინებია საქართველოში - Palitra News

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხვალ  საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს - რა მოლოდინებია საქართველოში

2026-06-23 09:44:40+04:00

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხვალ საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. ანგარიშის ფარგლებში მომზადებული რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად,საქართველოს მიმართ დაწესებული,არცერთი რეკომენდაცია შესრულებული არ არის. ექსპერტების ნაწილი და ოპოზიციის წევრები ევროსაბჭოს ანგარიშს იზიარებენ და ამბობენ რომ მმართველი გუნდი მათ რეკომენდაციებს კვლავაც არ გაითვალისწინებს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მიღებენ.