„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ალიანსის დატოვებას არ აპირებენ და პარტნიორი პოლიტიკური ძალების კრიტიკულ განცხადებებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. თუმცა აქვე დასძენენ, რომ ოპოზიციური ერთობის „ჩაშლაზე“ პასუხისმგებლობა იმ ჯგუფებს ეკისრებათ, რომლებიც, მათი შეფასებით, „საბანკო ოლიგარქიას“ წარმოადგენდნენ და მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი არჩევნებიოს დროს ერთიან სიასა და ერთობაზე საუბრობდა, პანიკა ატეხეს. მიხეილ სააკაშვილმა პარტია ლელოს ბიზნესპროექტი, ხოლო პარტია ახალს პროექტი უწოდა. საპასუხოდ სააკაშვილის მიერ გაკრიტიკებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტის განცხადება ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების შექმნას ემსახურება ამ ნაბიჯით კი პარტია საკუთარი კრიზისის გადაფარვას ცდილობს.