4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ რამდენიმე ბრალდებულს სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიციაში 4 ოქტომბრის საქმეებს პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებენ. მათი შეფასებით, ხელისუფლება პროტესტში მყოფი ადამიანების დასჯას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, სასჯელი დანაშაულის არაპროპორციულია. მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განმარტა, რომ პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია და მის ტერიტორიაზე საშვის გარეშე შესვლა დაუშვებელია. ამ გარემოებას კი ღობის არსებობა ან მისი არარსებობა არ ცვლის.