ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება - Palitra News

ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება

2026-06-23 09:48:08+04:00

ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება . პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაზიანებული ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს ხიდის სანაპირო და შუალედური ბურჯების გამაგრებას, რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და ბეტონის ბაქნების მოწყობას, ასევე სავალი ნაწილის რეაბილიტაციას. პროექტის განხორციელების შედეგად, ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი, უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახიდე გადასასვლელი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის შეუფერხებელ გადაადგილებას. ხიდის სარეალიბიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.