როდის მიიღებს უკრაინა 3 მილიარდ ევროს - Palitra News

როდის მიიღებს უკრაინა 3 მილიარდ ევროს

2026-06-23 09:48:41+04:00

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინა მაკროფინანსური დახმარების პირველ ტრანშს, 3 მილიარდ ევროზე მეტს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ბიუჯეტის ნაწილს, უკრაინის აღდგენის საკითხებზე დაგეგმილი კონფერენციის დროს მიიღებს, რომელიც 25-26 ივნისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება. მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენის საკითხებზე მიმდინარე კვირაში გდანსკში გაიმართება, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მოწვევა არ მიუღია.