კატარში ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის კომპლექსში აფეთქების შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

კატარში ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის კომპლექსში აფეთქების შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა

2026-06-23 09:49:33+04:00

კატარში ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის კომპლექსში აფეთქების შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. კატარის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 66 ადამიანი დაშავდა. აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აფეთქება დივერსიულ აქტს არ გამოუწვევია. ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის კომპლექსზე ირანმა მიმდინარე წლის მარტში თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი დაახლოებით 17%-ით შემცირდა.