აშშ-ის პრეზიდენტი შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების პირველ რაუნდის შემდეგ აცხადებს, რომ თუკი ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, აშშ საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სანქციების შესაძლო შემსუბუქება ირანული ნავთობის ექსპორტს, ტრამპმა უპასუხა, რომ მიღებული შემოსავლები პირველ რიგში, სასურსათო პროდუქტების შესაძენად იქნება გამოყენებული. ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს პრეზიდენტს, მზად არის თუ არა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებებისთვის, თუ თეირანი შეთანხმებას არ შეასრულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაჩენის საფრთხე ნებისმიერ ეკონომიკურ რისკს აღემატება. პრეზიდენტმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ ირანს აშშ-ზე რამე სახის ზეწოლის ბერკეტი აქვს. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვაო და საჰაერო ძალებმა, სარაკეტო ინფრასტრუქტურამ, რადარული სისტემების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და სამხედრო წარმოების შესაძლებლობებმა სერიოზული ზიანი განიცადა. რაც შეეხება ირანს - ქვეყნის პარლამენტის სპიკერი და შეერთებულ შტატებთან მთავარი მომლაპარაკებელი აცხადებს, რომ თეირანი მიზნად ისახავს აშშ-თან მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას და ამ პროცესს საბოლოო შედეგის მიღწევამდე გააგრძელებს.