ალერგიისა და იმუნოლოგიის მრავალწლიანი გამოცდილება და ახალი მულტიდისციპლინური მიდგომები - თბილისში ახალ მისამართზე გოთუას სამედიცინო ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებიდნენ სამედიცინო სფეროს წამყვანი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.