სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მზად არიან, უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები მიიღონ, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ - Palitra News

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მზად არიან, უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები მიიღონ, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ

2026-06-23 10:40:08+04:00

სამხრეთ კორეა მზად არის, უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები მიიღოს, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამხრეთ კორეის საგარეო უწყების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების რუსეთში ან ჩრდილოეთ კორეაში მათი სურვილის გარეშე რეპატრიაციას ეწინააღმდეგებიან.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საკითხს სამხრეთ კორეისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირას სეულში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სეულს 30 ივნისს ეწვევა.