სიღნაღის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ილიაწმინდაში მოხდა.
ადგილობრივების განცხადებით, რამაზ ძმანაშვილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მინდორში არსებულ თხრილში ჩავარდა, ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.