ე.წ. საბოტაჟის საქმე - დეტალები სხდომიდან - Palitra News

ე.წ. საბოტაჟის საქმე - დეტალები სხდომიდან

2026-06-23 12:59:59+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროკურატურის მხრიდან მოწმედ 6 გამომძიებელია წარმოდგენილი. სხდომას არ ესწრება არც ერთი ბრალდებული პოლიტიკოსი გარდა ბადრი ჯაფარიძის და ნიკა გვარამიასი.