ევროპარლამენტის  გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომა საქართველოს პარლამენტის წევრების გარეშე ჩაივლის - რა ბედი ელის საქართველო -   ევროკავშირის ურთიერთობებს - Palitra News

ევროპარლამენტის  გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომა საქართველოს პარლამენტის წევრების გარეშე ჩაივლის - რა ბედი ელის საქართველო -   ევროკავშირის ურთიერთობებს

2026-06-23 13:06:06+04:00

ევროპარლამენტი ადასტურებს, რომ გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომა საქართველოს პარლამენტის წევრების გარეშე ჩაივლის. ქართული მხარე სხდომაზე არ მიუწევევიათ. არადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხვალ საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. ანგარიშის ფარგლებში მომზადებული რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად,საქართველოს მიმართ დაწესებული,არცერთი რეკომენდაცია შესრულებული არ არის. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მიღებენ. რა ბედი ელის საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებს?