"ნატოს" გენერალური მდივანი მარტ რიუტე 23 ივნისს ვაშინგტონში ჩავა. მომდევნო დღეს, ოთხშაბათს ის თეთრ სახლში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აგრეთვე მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს. ნატოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, მარკ რიუტე ვაშინგტონიდან ონლაინ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას 24 ივნისს დაგეგმილ E5-ის შეხვედრაში. E5 არის ევროპის უმსხვილესი სამხედრო წარმოებისა და უდიდესი ეკონომიკის 5 ქვეყნის ფორმატი. ოთხშაბათს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია უკრაინისთვის მხარდაჭერის კოორდინაცია, ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და ნატოს მომავალი სამიტის წინ ევროპის ერთიანი პოზიციის შემუშავება. ასევე, 25 ივნისს ნატოს გენერალური მდივანი შეხვდრება კონგრესმენებს, შემდეგ კი მას უმასპინძლებენ „ატლანტიკურ საბჭოში“, სადაც გაიმართება ონლაინ-ღონისძიება - საუბარი ნატოს ანკარის სამიტის დღის წესრიგზე. ყურადსაღებია, რომ ნატოს მომდევნო სამიტი 7-8 ივლისს ანკარაში გაიმართება.