კანადაში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

კანადაში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

2026-06-23 13:06:50+04:00

კანადის ქალაქ მონრეალში სროლა მოხდა. მედიის ცნობით, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. მონრეალის პოლიციის უფროსის, ფადი დაგერის თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქის ზარი შევიდა, რომელმაც განაცხადა რომ შენობიდან სროლის ხმა ისმოდა. ადგილზე მისულ პოლიციას კი მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის უფროსის თქმით, ეჭვმიტანილი მამაკაცი, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა და ის შემთხვევის ადგილზე მოკლეს. რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.