თბილისში პარკინგის ჯარიმების მოცულობა 119%-ით გაიზარდა - Palitra News

თბილისში პარკინგის ჯარიმების მოცულობა 119%-ით გაიზარდა

2026-06-23 13:41:36+04:00

თბილისში პარკინგის ჯარიმების მოცულობა 119%-ით გაიზარდა. 5 თვეში კი ბიუჯეტი 8 მილიონ 788 ათასი ლარით შეივსო. უფრო კონკრეტულად, საუბარია იანვარ-მაისის პერიოდზე და მაგალითისთვის, გასული წლის ანალოგიურ ხუთ თვეში ეს თანხა მხოლოდ 4 მილიონი ლარი იყო. რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში პარკინგის ჯარიმებიდან ჯამში, 17 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 5 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში თითქმის 130 მილიონი ლარი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში კი ეს თანხა დაახლოებით 73 მილიონი ლარი იყო.