მთავრობა 47 მლნ ლარის 595 ახალ ავტომობილს ყიდულობს - Palitra News

მთავრობა 47 მლნ ლარის 595 ახალ ავტომობილს ყიდულობს

2026-06-23 13:44:42+04:00

მთავრობა 47 მლნ ლარის 595 ახალ ავტომობილს ყიდულობს. საუბარია 2026 წელს გამოშვებულ ავტომობილებზე, რომლის შესყიდვასაც საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” განახორციელებს. უწყებამ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 5 ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც სხვადასხვა ტიპის ავტომობილების შეძენას რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებისთვის გეგმავს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ვიგებთ, საუბარია სპეციალიზებულ ავტომობილებზე (ანუ პიკაპებზე), ჰიბრიდულ ავტომობილებსა და მაღალი გამავლობის ჰიბრიდულ ავტომობილებზე. აღსანიშნავია, რომ “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” სატრანსპორტო საშუალებების შეძენას სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის, შემოსავლების სამსახურისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, მელიორაციისთვის, სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გეგმავს.