თბილისში მაისში 3 787 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის მაისთან შედარებით 13.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია - Palitra News

თბილისში მაისში 3 787 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის მაისთან შედარებით 13.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია

2026-06-23 13:45:25+04:00

თბილისში მაისში 3 787 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის მაისთან შედარებით 13.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვიდან ასევე ვიგებთ, რომ მაისში დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 32.4%-ით გაიზარდა და 334 მილიონ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება ფასებს, მაისში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 291 დოლარი იყო. კატეგორიების მიხედვით კი, მიმდინარე წლის მაისში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი შარშანდელთან შედარებით 7.2%-ით არის გაზრდილი გარეუბნებში, 10.6%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, 29.6%-ით ქალაქის ცენტრში. ქალაქის ცენტრში ფასებმა ძირითადად პირველადი ბაზრის ხარჯზე მოიმატა, რადგან ერთდროულად დარეგისტრირდა რამდენიმე ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქცია. რაც შეეხება მეორეულ ბაზარს, ქალაქის მასშტაბით უძრავი ქონების ფასი 5.5%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 16%-ით მოიმატა, თუმცა ყველაზე მეტად გაძვირდა ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი ბინები 23,5%-ით. კვლევაში ნათქვამია, რომ ქალაქის ცენტრში ფასების მნიშვნელოვან ზრდაზე გავლენას ახდენს დარეგისტრირებული ტრანზაქციების მცირე რაოდენობა“.