მიხეილ სააკაშვილი - მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით - არასდროს მავიწყდება, რომ მან და ზაზა ბიბილაშვილმა, პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს პარტია ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით - არასდროს მავიწყდება, რომ მან და ზაზა ბიბილაშვილმა, პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს პარტია ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან

2026-06-23 15:02:53+04:00

მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით. ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას მადლობას უხდის იმისთვის, რომ პარტია „ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან” დაიხსნა.

„ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით და მე არასდროს მავიწყდება, რომ მან და ზაზა ბიბილაშვილმა, თავისი ხმებით პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად გადაარჩინეს “ნაციონალური მოძრაობა” ბოკერიების კარგად დაფინანსებული ჯგუფის მიერ მიტაცებისგან.

მე თიკას უზომოდ მადლობელი ვარ, რომ სამი შვილის, მათ შორის ჩვილი ტყუპების დედამ, მთელი ენერგია ჩადო ენმ-ში, ბოლო წლებში. ჩვენ, მასთან ერთად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს წინ”, - წერს სააკაშვილი.