რატომ არაა ქართული მხარე ევროპარლამენტის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე მიწვეული - Palitra News

რატომ არაა ქართული მხარე ევროპარლამენტის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე მიწვეული

2026-06-23 15:41:34+04:00

ევროპარლამენტის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების გარეშე გაიმართება. ქართული მხარე შეხვედრაზე მიწვეული არ არის.

ამასთან, ხვალ საქართველოს შესახებ ანგარიშს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპულმა ინსტიტუტებმა საკუთარი რეპუტაცია დააზიანეს და მათი შეფასებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ბრიუსელთან ურთიერთობაში სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ინარჩუნებს. მისივე შეფასებით, ევროსაბჭოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი უსამართლო და აბსურდულია.

რეზოლუციის პროექტში კი საუბარია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და განსხვავებული მოსაზრების მქონე მოქალაქეების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე.