სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების საქმეებზე რუსეთს სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევა დაუდგინა. საქმეები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოიგო.
საია-ს ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ანწუხელიძე, კახაბერ ხუბულური და უშანგი სოფრომაძე რუსეთის ქმედებებს ემსხვერპლნენ, ხოლო კიდევ რამდენიმე ქართველი სამხედრო წამების მსხვერპლი გახდა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტები სათანადოდ არ გამოძიებულა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ ონიანის შეფასებით, გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2021 წლის სახელმწიფოთაშორისი საქმის შემდეგ პირველად განიხილა სასამართლომ სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით რუსეთის იურისდიქციის საკითხი და მხოლოდ პროცედურული შეფასებით არ შემოიფარგლა.