ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერს, ალან გაგლოევსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა - მხარეებმა მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
კრემლის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის ძირითად მიმართულებებს, თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებსა და იმ შეთანხმების განხორციელებას, რომელსაც მხარეებმა 9 მაისს მოსკოვში მოაწერეს ხელი. შეხვედრის შესახებ თითქმის იდენტური ინფორმაცია გაავრცელა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების სააგენტო „რესმაც“, რომელმაც მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს სამუშაო შეხვედრის ფორმატი უწოდა.