რა ხდება ოპოზიციაში - დატოვებს თუ არა "ნაც.მოძრაობა" ალიანსს - Palitra News

რა ხდება ოპოზიციაში - დატოვებს თუ არა "ნაც.მოძრაობა" ალიანსს

2026-06-23 15:44:56+04:00

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციური ალიანსის დატოვებას არ გეგმავენ, მიუხედავად პარტნიორი პოლიტიკური ძალების კრიტიკული განცხადებებისა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური ერთობის დასუსტებაზე პასუხისმგებლობა სხვა ჯგუფებს ეკისრებათ.

მათი შეფასებით, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი არჩევნებისთვის ერთიანი სიისა და კოორდინირებული მოქმედების იდეას უჭერდა მხარს, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ პროცესს წინააღმდეგობა გაუწიეს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა „ლელო“ ბიზნესპროექტად, ხოლო პარტია „ახალი“ პოლიტიკურ პროექტად მოიხსენია. მის კრიტიკას პასუხი ოპონენტებმაც გასცეს. მათი განცხადებით, ექსპრეზიდენტის შეფასებები ოპოზიციაში დამატებითი დაპირისპირების შექმნას ემსახურება და ამ გზით „ნაციონალური მოძრაობა“ შიდა პრობლემების გადაფარვას ცდილობს.