ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას მარატ კამბოლოვი შეასრულებს - Palitra News

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას მარატ კამბოლოვი შეასრულებს

2026-06-23 16:55:06+04:00

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას მარატ კამბოლოვი შეასრულებს.

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მარატ კამბოლოვი იქნება“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის მეთაურად ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა 16 ივნისს დანიშნა.

ალან გაგლოევი დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა.