პარლამენტში ლევან იოსელიანის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენენ - Palitra News

პარლამენტში ლევან იოსელიანის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენენ

2026-06-23 16:55:55+04:00

პარლამენტში სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს უსმენენ. ლევან იოსელიანი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოდის და დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2025 წლის ანგარიშს აცნობს.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გუშინ მოუსმინეს. მოხსენებისას ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა აქციებზე დაკავებული მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე. ამასთან, ისაუბრა, რომ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელები არაპროპორციულია. ლევან იოსელიანმა ასევე ისაუბრა, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობაზე.