სტრასბურგის სასამართლომ ანწუხელიძისა და ქართველი სამხედროების საქმეზე რუსეთი სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევაში დამნაშავედ ცნო - Palitra News

სტრასბურგის სასამართლომ ანწუხელიძისა და ქართველი სამხედროების საქმეზე რუსეთი სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევაში დამნაშავედ ცნო

2026-06-23 20:53:51+04:00

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევა დაუდგინა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სასამართლომ დაასკვნა, რომ გიორგი ანწუხელიძე, კახაბერ ხუბულური და უშანგი სოფრომაძე რუსეთის ქმედებების შედეგად დაიღუპნენ, ხოლო რამდენიმე სამხედრო წამების მსხვერპლი გახდა. ასევე დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტები სათანადოდ არ გამოძიებულა.