სახალხო დამცველი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავ მწვავეა - Palitra News

სახალხო დამცველი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავ მწვავეა

2026-06-23 21:14:24+04:00

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადამიანის უფლებების კუთხით არსებული პრობლემები კვლავ მწვავედ რჩება. ლევან იოსელიანმა პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნა, რომ გასულ წელს ცხინვალის მიმართულებით 60 კილომეტრზე მეტი, აფხაზეთის მიმართულებით კი 50 კილომეტრზე მეტი ხელოვნური ბარიერი იყო მოწყობილი. საოკუპაციო ხაზთან 72 ადამიანი დააკავეს, გაიზარდა ხანგრძლივი უკანონო პატიმრობის შემთხვევებიც. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ქართულ ენაზე განათლების შეზღუდვაზე.