როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას - Palitra News

როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

2026-06-24 09:47:39+04:00

საია-ს მიერ შეტანილი სარჩელის შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების საქმეზე რუსეთის მხრიდან სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს შეფასებით, გიორგი ანწუხელიძე, კახაბერ ხუბულური და უშანგი სოფრომაძე რუსეთის ქმედებების შედეგად დაიღუპნენ, ხოლო რამდენიმე ქართველი სამხედრო წამების მსხვერპლი გახდა. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოიგო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული ფაქტების ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება არ განხორციელებულა.

გადაწყვეტილებას აქტიურად ეხმაურებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი შეფასებით, განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულები ჩაიდინა და საერთაშორისო სასამართლომ ეს სამართლებრივად დაადასტურა.