აშშ-სა და ირანს შორის შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შემდგომი დიალოგის „საგზაო რუკაზე“ შეთანხმებით დასრულდა - Palitra News

აშშ-სა და ირანს შორის შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შემდგომი დიალოგის „საგზაო რუკაზე“ შეთანხმებით დასრულდა

2026-06-24 09:54:42+04:00

აშშ-სა და ირანს შორის შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შემდგომი დიალოგის „საგზაო რუკაზე“ შეთანხმებით დასრულდა. ქალაქ ბიურგენშტოკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის, ირანის ბირთვული პროგრამის საერთაშორისო კონტროლისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. უახლოეს დღეებში მუშაობას ტექნიკური ჯგუფები გააგრძელებენ.

ვაშინგტონის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი შედეგი ირანის მზადყოფნა გახდა, ბირთვულ ინსპექტორებთან თანამშრომლობა კვლავ განაახლოს. ამერიკული მხარე პროცესს რეგიონში დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს.

პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციამ ფართომასშტაბიანი კრიზისის საფრთხე შექმნა. შუამავლობა მოლაპარაკებებში კატარმა და პაკისტანმა გასწიეს.