თბილისის საქალაქო სასამართლომ შრომითი ექსპლუატაციის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ შრომითი ექსპლუატაციის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

2026-06-24 09:55:56+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ შრომითი ექსპლუატაციის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულს ძალადობითა და მუქარით აიძულებდა, მის მაღაზიაში ანაზღაურების გარეშე ემუშავა.

საქმის მასალების თანახმად, დაზარალებული ასევე მოწყალების თხოვნასაც იძულებით ეწეოდა, ხოლო მიღებულ თანხას ბრალდებული თავად ითვისებდა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ტრეფიკინგში დამნაშავედ ცნო.