პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, გიორგი გვარაკიძეს უსმენენ - დღესვე, ის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზეც წარადგენს - Palitra News

პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, გიორგი გვარაკიძეს უსმენენ - დღესვე, ის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზეც წარადგენს

2026-06-24 09:59:05+04:00

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, გენერალურ პროკურორ, გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

გიორგი გვარაკიძე სხდომაზე საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშს წარადგენს.

გენერალური პროკურორი ყოველწლიურ ანგარიშის დღესვე პლენარულ სხდომაზეც წარადგენს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, გენერალური პროკურორის ყოველწლიური ანგარიში მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოლოგიური ვითარების შეფასებას, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებელს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და ა.შ.

„საქართველოს გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოლოგიური ვითარების შეფასებას, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებელს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და ა.შ. ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს“, - განმარტა გორდულაძემ.