რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს ულოცავს - Palitra News

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს ულოცავს

2026-06-24 10:32:08+04:00

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს ულოცავს.

„ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა და მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს, წარმატებებს უსურვებს მათ“, - აღნიშნავს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.