ლაშა ტუღუშის წიგნი "სტალინის გამბიტი" ინგლისურად ითარგმნა. წიგნის ინგლისური ვერსია ქართველ და უცხოელ სტუმრებს თავად ავტორმა წარუდგინა. პრეზენტაციას საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ელჩები ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ წიგნის შესახებ ავტორთან ერთად ემსჯელათ და თავიანთი შთაბეჭდილებებიც გაეზიარებინათ.