რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 323 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს - Palitra News

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 323 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

2026-06-24 11:00:11+04:00

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის რეგიონების და აზოვისა და შავი ზღვების წყლების თავზე 323 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები ჩამოაგდეს ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ვოლგოგრადის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ნიჟნი ნოვგოროდის, ორიოლის, ორენბურგის, პენზას, როსტოვის, რიაზანის, სარატოვის, სმოლენსკის, ტულის, მოსკოვის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, აზოვისა და შავი ზღვების წყლების თავზე.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები გაანადგურეს ოკუპირებულ ყირიმშიც.

რუსული მედიის ინფორმაციით, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა.