გიორგი შარაშიძე გენერალურ პროკურორს - ეთანხმებით თუ არა კახა კალაძეს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი? - რაც შეეხება ჩამორთმეულ ქონებას, ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის სახლებიდან ამოღებული თანხა რატომ ვერ მოხვდა ჩამონათვალში? - Palitra News

გიორგი შარაშიძე გენერალურ პროკურორს - ეთანხმებით თუ არა კახა კალაძეს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი? - რაც შეეხება ჩამორთმეულ ქონებას, ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის სახლებიდან ამოღებული თანხა რატომ ვერ მოხვდა ჩამონათვალში?

2026-06-24 12:07:32+04:00

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის სახლებიდან ქეშად ამოღებულ 7 მილიონ დოლარზე და კიდევ ძალიან დიდი მოცულობის ძვირფას ნივთებზე. თუ შეიძლება, რომ განგვიმარტოთ, რატომ ვერ მოხვდა ეს ჩამორთმეული ქონებების ჩამონათვალში.

გვაინტერესებს, თქვენ, როგორც გენერალური პროკურორი, ეთანხმებით თუ არა თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი და თბილისის მერიაში აღმოჩენილი ასეთი მასშტაბური კორუფციული დანაშაულები არის თუ არა საკმარისი საბაბი იმისთვის, რომ კონკრეტულად თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოთ?, - ამ კითხვით მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ გენერალურ პროკურორ, გიორგი გვარაკიძეს.

შარაშიძემ გენერალურ პროკურორს ასევე ჰკითხა, მისი უწყების მიერ დაწყებული გამოძიებების რაოდენობა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ საქართველოში არის სისტემური პოლიტიკური კორუფცია.

„სამწუხაროდ, არაფერს ამბობთ სისტემურ პოლიტიკურ კორუფციაზე. კითხვა შემდეგია: თქვენივე დაწყებული გამოძიებების რაოდენობა, მათ შორის ისეთი მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებზეც საუბრობთ, ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და ა.შ. ეს ყველაფერი მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ საქართველოში არის სისტემური პოლიტიკური კორუფცია? ამის მაგალითად მინდა თბილისის მერია მოვიყვანო. თქვენს ანგარიშშიც დასახელებულია კონკრეტული პირი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ბავშვების ფულს იპარავდა და სახლში მიჰქონდა.

საზოგადოებამ იცის კახა კალაძის ფრაზა, რომ ის მხოლოდ თავის თავზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, გვაინტერესებს, თქვენ როგორც გენერალური პროკურორი, ეთანხმებით თუ არა თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი და თბილისის მერიაში აღმოჩენილი ასეთი მასშტაბური კორუფციული დანაშაულები არის თუ არა საკმარისი საბაბი იმისთვის, რომ კონკრეტულად თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ დაიწყოთ სისხლის სამართლებრივი დევნა?“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძემ გვარაკიძეს ჰკითხა იმის შესახებაც, თუ რატომ არ არის მის ყოველწლიურ ანგარიშში საუბარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის სახლებიდან ქეშად ამოღებულ 7 მილიონ დოლარზე და ძვირფას ნივთებზე.

ასევე შარაშიძემ დააზუსტა, ამოღებული თანხა მიემართა თუ არა შესაბამისი კანონიერი გზებით სახელმწიფო ბიუჯეტში.

„თქვენ აქ საუბრობთ კორუფციის გზით დაგროვილი ქონების ჩამორთმევაზე და მოგყავთ მაგალითები: 825 492 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და 261 000 ლარის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები, მაგრამ არ საუბრობთ გაცილებით დიდ ქონებაზე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის სახლებიდან ქეშად ამოღებულ 7 მილიონ დოლარზე და კიდევ ძალიან დიდი მოცულობის ძვირფას ნივთებზე. თუ შეიძლება, რომ განგვიმარტოთ, რატომ ვერ მოხვდა ეს ჩამორთმეული ქონებების ჩამონათვალში. მაინტერესებს, რატომ ვერ მოხვდა ანგარიშში ეს ქონება, როდესაც დასახელებულია სხვა გაცილებით მცირე ღირებულების ქონება და გაცილებით დიდი ქონება, რომელიც ყოფილ თანამდებობის პირებს ეხებათ, დასახელებული არ არის. ასევე, კითხვა მაქვს, შეიძლება ანგარიშში ვერ მოხვდა, მაგრამ იქნებ გენპროკურორმა ისაუბროს ამაზე. თუ ჩამორთმეულია [ამოღებული ქონება], ასევე ისიც გვაინტერესებს მიემართა თუ არა შესაბამისი კანონიერი გზებით სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.