ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მისაღებად ემზადება - რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას - Palitra News

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მისაღებად ემზადება - რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას

2026-06-24 12:28:55+04:00

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მისაღებად ემზადება. დოკუმენტს დღეს უყრიან კენჭს და მასში ყურადღება პოლიტპატიმრების საკითხს, დემოკრატიულ უკუსვლასა და საკანონმდებლო ცვლილებებს ეთმობა.

ამასთან, ცნობების თანახმად, საქართველოში ევროპის საბჭოს დელეგაცია იმყოფება, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონების გავლენას სწავლობს. წარმომადგენლები თბილისში 25 ივნისამდე დარჩებიან.

დღესვე ევროპარლამენტის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომა გაიმართება, თუმცა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან მიწვეული არ არიან.

მმართველ გუნდში მსგავსი რეზოლუციების მნიშვნელობას აკნინებენ, ოპოზიცია კი დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.