პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში პარლამენტში -რას ამბობენ ოპოზიციაში - Palitra News

პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში პარლამენტში -რას ამბობენ ოპოზიციაში

2026-06-24 12:30:10+04:00

გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე დღეს პარლამენტში 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მისი განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება კიბერდანაშაულისა და თაღლითობის ფაქტების გამოძიებას, ასევე დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას დაეთმო.

გვარაკიძის ინფორმაციით, 2025 წელს თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 655 პირის მიმართ დაიწყო. მისივე შეფასებით, თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია, რომლის ეფექტიანი გამოძიება დროსა და შესაბამის უნარ-ჩვევებს მოითხოვს.

გენერალურმა პროკურორმა ანგარიში უკვე წარადგინა პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში და დღესვე ის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.