საია-ს სარჩელი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა საქართველოსთვი - Palitra News

საია-ს სარჩელი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა საქართველოსთვი

2026-06-24 12:32:44+04:00

საია-ს სარჩელის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების საქმეზე რუსეთის მხრიდან სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს შეფასებით, გიორგი ანწუხელიძე, კახაბერ ხუბულური და უშანგი სოფრომაძე რუსეთის ქმედებების შედეგად დაიღუპნენ, ხოლო რამდენიმე ქართველი სამხედრო წამების მსხვერპლი გახდა. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ფაქტები ეფექტიანად და სრულყოფილად არ გამოძიებულა.

გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულები ჩაიდინა და ეს საერთაშორისო სასამართლომ სამართლებრივად დაადასტურა.