უკრაინა აგრძელებს ზეწოლას რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო დღეებში უკრაინულმა ძალებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში მდებარე საწვავისა და სატრანსპორტო ობიექტებს, მათ შორის ქერჩის ნავთობტერმინალებსა და პორტ „კავკაზს“. კიევის განცხადებით, ოპერაციების მიზანია რუსეთის სამხედრო მომარაგების შეფერხება და ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაცია.